LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო

ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ბალახს ეკიდა და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის ლიკვიდაციაზე მეხანძრე-მაშველთა ექვსი ჯგუფი მუშაობს.

მათვე თქმით, დაკვამლიანება აეროპორტის ეზოს გარე პერიმეტრზეც შეინიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე აეროპორტის მუშაობის შეფერხების საფრთხე არ არსებობს.