LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brit Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია (ფოტო/ვიდეო)

ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ, 39-ე Brit Awards-ის ნომინანტები დაასახელა.

სიას ენ-მერი, დუა ლიპა და ჯეს გლენი ლიდერობენ. გოგონები გამარჯვებას 4 ნომინაციაში შეეცდებიან, ერთმანეთს კი ,,წლის ბრიტანული სინგლისა” და ,,წლის ბრიტანული ვიდეოსთვის” დაუპირისპირდებიან.

3 ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ჯორჯ ეზრა და ჯორჯა სმიტი.

2 ნომინაციაში წარდგენილთა შორის ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები მოხვდნენ, როგორებიც: კელვინ ჰარისი, დემი ლოვატო, რიტა ორა, ტომ უოლკერი, The 1975, Clean Bandit, Dan Caplen, Florence and the Machine, Macklemore, Rudimental და Little Mix არიან.

,,საერთაშორისო მამაკაცი სოლო შემსრულებლის’’ ნომინანტებად დრეიკი, ემინემი, კამასი ვაშინგტონი, შონ მენდესი და ტრევის სკოტი დასახელდნენ.

 

View this post on Instagram

 

The nominees for #BRITs 2019 International Male Solo Artist are: @champagnepapi, @eminem, @kamasiwashington, @shawnmendes and @travisscott ?

A post shared by BRITs (@brits) on

,,საერთაშორისო ქალი სოლო შემსრულებლის’’ კატეგორიაში არიანა გრანდე, კამილა კაბეიო, ქარდი ბი, ჟანელ მონე და Christine and the Queens წარადგინეს.

 

View this post on Instagram

 

The nominees for #BRITs 2019 International Female Artist are: @arianagrande, @camila_cabello, @iamcardib, @christineandthequeens and @janellemonae ?

A post shared by BRITs (@brits) on

შეგახსენებთ, რომ Brit Awards ლონდონში, The O2 Arena-ზე 20 თებერვალს გაიმართება.