LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ უცნობია, როდის ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ელჩი საქართველოში

როდის ეყოლება ოფიციალურად ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ისევ უცნობია. საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებით, ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევაზე, თუმცა მისთვის უცნობია, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი.

„შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონში მთავრობა მუშაობს საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევაზე. ვერ გეტყვით, ზუსტად რა პროცესები მიმდინარეობს. თუმცა გეტყვით, რომ აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს წარმომადგენლობას საქართველოში. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მე აქ ელჩის დროებით შემსრულებლად ჩამოსვლა მთხოვეს“, – განაცხადა უილსონმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. მას შემდეგ, რაც ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პენსიაზე გავიდა.