LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალაძე არის “ბიძინა 2”, გადაიფორმა მთელი ქვეყნის ქონება – ნათელაშვილი

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ოთხი ადამიანის, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს.

„მე ათი წლის წინ მითქვია, როცა ეს ბატონი დარბოდა სააკაშვილთან ერთად რეიტუზებით, რომ ეს არის ქურდული მენტალობის საშიში ტიპაჟი, რომელიც შორს არის დიდი ფეხბურთიდან, დიდი პოლიტიკიდან, დიდი ზნეობიდან. კალაძე არის “ბიძინა ორი”, მან მთელი ქვეყნის ქონება გადაიფორმა.

დღეს ურცხვად გამოდიან და კალაძის არ არის ყაზტრანსგაზიო, ამას “კალაძეგაზი” უნდა ერქვას. ყოველი წამი, ყოველი წუთი მათი ხელისუფლებაში ყოფნისა, საფრთხეა. ნახეთ, მარტო რამდენი საფრთხე წარმოქმნეს ამ თვენახევარში,

როდესაც პოლიტიკოსი ქალაქის მერიც არის, მმართველი პარტიის გეენრალური დირექტორიცგაზის კორპორცის ხელმძღვანელიც, მილიონერიც, სისტემებში პასუხისმგებლობა იმსხვრევა“ – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერსი ნათელაშვილმა.