LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტავას ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება.

დროის ამავე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.