„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან ჩამოასვენეს. აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტის პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, გურამიშვილის N6-ში გაიმართება.ლევან ჩხაიძეს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტელეწამყვანი 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/555307681541581/
