LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად აქციას გამართავს

27 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას ლეგიტიმაცია არ აქვს.

„საზოგადოება არ აღიარებს მათ შეხვედრებს, საბჭოს ამ წევრებს ნდობა არ აქვთ. ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბებით“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 27 იანვარს შეხვედრა 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაიწყება, სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი.