სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 09:21-დან 11:32 საათამდე, როცა მოდუნებული ყურადღება ტრავმებისა და ავრიების მიზეზი გახდება.
მთვარის დისჰარმონიული ურთიერთობა ურანსა და ნეპტუნთან გაამწვავებს დაპირისპირებას გრძობებსა და გონებას შორის, რაც თავის მხრივ, ემოცური არასტაბილურობის მიზეზი გახდება და გაართულებს გონების მუშაობას. სერიოზული უთანხმოება გაჩნდება რეფორმატორებსა და ტრადიციების მიმდევართა შორის.
დაისვენეთ სუფთა ჰაერზე და მეტი ისეირნეთ, რათა შედარებით მსუბუქად გაიაროთ ენერგეტიკულად მძიმე დღე.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისა და სამომავლო გეგმების შესამუშავებლად, ავტომობილის და ცხოველების შესაძენად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უხასიათობას. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით დაიცვათ თავი ნეგატიური ემოციებისგან.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, თოფაზი და ონიქსი, იასპი და ლალი აუცილებლად მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს და გაზრდიან პოზიტიურ შანსებს.
სიზმრები – ელოდეთ სიზმრების უახლოეს მომავალში ახდენას.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, დაძაბული დღე ელის ვერძს და ტყუპებს.
