LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ის მფლობელმა 11 წელი დახარჯა, რათა სუპერქარში სხვა ავტომობილის ძრავი ჩაემონტაჟებინა

1984 წლის სპორტქარ Ferrari 308 GTS-ის მფლობელმა უამრავი წელი დახარჯა, რათა თავისი ოცნების ავტომობილი შეექმნა. ავტომოყვარულმა V12 ძრავი ნაგავსაყრელზე იპოვა და აგრეგატის მოდიფიცირების შემდეგ მისი სპორტქარში ჩამონტაჟება შეძლო.

როგორც სპორტული ავტომობილის გარდაქმნის ისტორიაში წერია, ძრავის დასამონტაჟებლად ცილინდრების შეცვლა და უფრო დიდი ზომის სარქველების დამაგრება გახდა საჭირო. მუშაობის პროცესში ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოჩნდა და მეტი ცვლილება გახდა საჭირო.

შედეგად შეიცვალა Ferrari-ს ტექნიკური მახასიათებლები და სპორტქარმა 5,4 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი მიიღო და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ყველა განახლების შემდეგ აგრეგატის სიძლიერე 900 ცხენის ძალამდე უნდა გაიზარდოს.

ძრავი გაძლიერებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და ავტომოყვარული თავისი შემოქმედებით ძალიანაც კმაყოფილია.