LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“CV ყუთი“ – ახალი პროდუქტი დასაქმების მსურველებისთვის

შრომის ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა. როგორც „ეიჩ არ ჯის“ წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ბიზნესკურიერს განუცხადა, ამ სიახლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. მისი თქმით, ე. წ. „CV ყუთში“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი მონაცემები განათავსოს, კონკრეტული კომპანიის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს და დაელოდოს, დამსაქმებლის დაინტერესებას. „ეიჩ არ ჯის“ ცნობით, გარდა ამისა, კომპანიას აქვს საშუალება, ჯერ ამ ბაზიდან დაასაქმოს კადრები და თუ ვერ შეარჩებს, ამის შემდეგ გამოაცხადოს ვაკანსია.

დასაქმების სააგენტოში ამბობენ, რომ ეს კომფორტს უქმნის მომხარებელსაც, რომელიც არ ელოდება ვაკანსიას და სურვილს თავად იჩენს კონკურეტული კომპანიის მიმართ.

„ეიჩ არ ჯის“ ცნობით, ბოლო თვენახევარში უკვე 50-მდე კომპანიაამ განათავსა „СV ყუთი” სააგენტოს გვერდზე.