+1 (319) 519-0576 – ეს ეშტონ კაჩერის პირადი ტელეფონის ნომერია, რომელიც 40 წლის მსახიობმა თაყვანისმცემლებს ,,ტვიტერის” საშუალებით გაუზიარა.
საინტერესოა, რომ ,,ტვიტი” ამერიკელი ვარსკვლავის სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებმა აბონენტის დამახსოვრება და მისთვის მესიჯის გაგზავნა მაინც შეძლეს.
გაირკვა, რომ ნომრის ადრესატი მართლაც მილა კუნისის მეუღლეა. ამას ადასტურებს ფოტო, რომელიც ორი შვილის მამის ერთ-ერთმა ფანმა, სახელად სემმა გამოაქვეყნა.
,,როგორ მივხვდე, რომ ეს მართლაც შენ ხარ?”, – მიწერა ახალგაზრდამ არტისტს, რომლისგანაც საპასუხოდ სელფი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის თამაშიდან მიიღო.


