LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძნელი მშიერი ხალხის ყურებაა, ტონობით საჭმელი რომ იყრება მათ თვალწინ! – აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს  თუ როგორ გააქვთ ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან ვადაგასული პროდუქტი და ნაგავში ყრიან.

ასე გააქვთ სუპერმარკეტებიდან და პირდაპირ ნაგვის მანქანაში ტენიან საჭმელს. გავიგეთ რომ ვადა აქვს გასული, მაგრამ თითქმის ყველაფერი საჭმელად ვარგისია, მითუმეტეს ისეთ ქალაქში, სადაც ასობით ადამიანი შიმშილობს და ნაგავში ეძებენ საჭმელს. ღამით მაინც გააკეთეთ ეს საზიზღარი საქმე, ამდენი მშიერის წინ ტონაზე მეტი საჭმელი გადაყარეს დღეს და კაცი მივიდა ერთი, მანქანაში არ შეყაროთ ცოტა ხანსო და პური, კარტოფილი და პომიდორი წაიღო. დანარჩენებმა ვერ მოასწრეს. ცალკე მაინც დაყარეთ სადმე, რომ ადამიანმა იპოვოს და რაც ვარგისია, შეჭამოს იმისთვის რომ ცოცხალი გადარჩეს. თითქმის ყველა ქსელი ასე იქცევა. ამის ყურება არ არის ძნელი, ძნელი მშიერი ხალხის ყურებაა, ტონობით საჭმელი რომ იყრება მათ თვალწინ!

აკა სინჯიკაშვილი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ის 2 წლის წინ ქველმოქმედებისთვის გიორგი მარგველაშვილმა დააჯილდოვა.