LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USA Today-ის კეიტ ბეკინსეილი კეიტ მიდლტონში აერია (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, კეიტ ბეკინსეილი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაცია ჰოსპიტალიზაციის შესახებ, თაყვანისმცემლებს თავად 45 წლის მსახიობმა, ,,ინსტაგრამით” ამცნო. ფოტოზე, რომელიც ბრიტანელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ატვირთა, ის აცრემლებული ჩანდა.

გაირკვა, რომ ლენ ვაისმენის ექს-მეუღლეს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან მას საკვერცხის კისტა გაუსკდა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში ბეკინსეილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაერთი სტატი გამოქვეყნდა, თუმცა მათ შორის მსახიობისთვისაც კი სახალისო აღმოჩნდა USA Today-ის ,,ნიუსი”. გამოცმემამ სიახლის მთავარ ფოტოს ჰოლივუდის ლამაზმანის ნაცვლად, კემბრიჯის ჰერცოგინიის, კეიტ მიდლტონის სურათი დაურთო.

,,გმადლობთ მხარდაჭერისთვის. თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. დროა ჩემს სამეფო ვალდებულებებს დავუბრუნდე. უილიამმა ყველანი მოგიკითხათ”, – იხუმრა კეიტმა.

 

View this post on Instagram

 

So moved and touched by all the kind wishes I have received over the last few days and staggered by the similar and worse stories my #cysters have been sending me. I am feeling much better and I hope all the other girls going through it are too. Back to resume my royal duties . William says hi ❤

A post shared by Kate Beckinsale (@katebeckinsale) on

როგორც მოგვიანებით ჟურნალის რედაქციამ აღნიშნა,  გაუგებრობა სისტემურ პრობლემას უკავშირდებოდა.