LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლების მოთხოვნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან, ღომი და ​ჩიხირთმა ამოიღეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მენიუ შეიცვალა. როგორც დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ პირველ არხს განუცხადა, კვების რაციონში გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები – რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. ასევე დაემატა ბოსტნეულის სახეობები – ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი.

რაც შეეხება სადილს, როგორც გვანცელაძე ამბობს, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, რაციონიდან ამოღებულია შემდეგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ ფაფა და ღომი, ასევე ამოღებულია ​ჩიხირთმის წვნიანი.

მისივე განმარტებით, ცვლილებების შედეგად, საკვებს დაემატა აუცილებელი ვიტამინები და მინერალები და საუზმე გახდა მრავალფეროვანი, სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს.

ცვლილებები იანვრიდან, ზამთრის არდადეგების შემდეგ ამოქმედდა.