ისანში ერთ ბინაში, გაზის გამათბობლის კუსტარულად დამონტაჟების გამო შვიდი მამაკაცი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას უკვე რამდენიმე საათია, აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში. გთავაზობთ საინტერესო კომენტარებს ამ საკითხზე.
დაჩი გრძელიშვილი:
„კარგი რა, ხალხო. გავიგეთ რომ დაიღუპნენ. გავიგეთ რომ უბედურებაა. ამის ნაცვლად, ათასჯერ დაწერეთ რომ აღარ გინდათ დაიღუპნონ. ათასჯერ მოითხოვეთ, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს. ყველა გაზიან სივრცეში თუ სავალდებულო იქნება დეტექტორი, არც კუსტარული ღუმელით მოკვდება ვინმე და არც არაკუსტარულით“.
ინგა სამხარაძე:
„რატომ არის ვალდებული ყაზტრანსგაზი ყოველ წელს მოდიოდეს და ამოწმებდეს ხარ, თუ არა დაკავებული სუიციდით?!
ჩახსნეს;
აუკრძალეს;
ოქმი დააწერინეს;
ყარაული დააყენონ ოჯახებში? თუ რას მოვითხოვთ?!“
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„გარდაცვლილებს კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაუჭრა, მაგრამ მათ გამათბობელი თვითნებურად დააერთეს.“/
მგონი, კანონია გასამკაცრებელი. ასეთი ტიპის თვითნებობაზე ძალიან მძიმე სასჯელი უნდა იყოს“.
ოთარ ქირია:
„საშინელებაა დაღუპვა! კატასტროფა!
მაგრამ „ჰაერზე ნათქვამად” მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ გაზის თანამშრომელია დასასჯელი, ანდა კანონია დასამძიმებელი ისე, რომ ხალხმა ვეღარ მოიხმაროს ე.წ. “კალონკა”… არის შემთხვევები, როცა ოჯახს მთელი სახლის რემონტის შეცვლა უწევს იძულებით, რაც ყველას არ შეუძლია… ან საერთოდ, ქვის ხანაში უნდა გადავიდეს და უარი თქვას ცხელ წყალზე!!! შუალედური ვარიანტი მოძებნეთ, მორალისტებო, უმჯობესია!!!
გაზგანაწილების სისტემის, მობინადრისა და კანონის ლანძღვა ნამდვილად არ მიმაჩნია კორექტულად…“
