დეკებერში ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვილების მეურვეობის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამჯერად კი პაპარაცებმა პირველად მოახერხეს 2016 წელს განქორწინებული წყვილის ერთად გადაღება. ფოტო ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ოფისის გარე პერიმეტრიდანაა გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთ ოთახში საუბრობენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ საუბრისას ენჯი ემოციური, ხოლო პიტი, საკმაოდ მშვიდი იყო.
უცნობია, რა გახდა ყოფილი მეუღლეების შეხვედრის მიზეზი. სავარაუდოდ, საქმე კვლავ შვილებს ეხება.



