ჩაქვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ტერიტორიას ტოვებენ. ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ადგილზე 5 სახანძრო მანქანა და ათობით მაშველი მუშაობდა. იყო რთულად მისადგომი მონაკვეთები, სადაც ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით იყო, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები.
ხანძარი ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. იწვოდა მთის ფერდობზე ეკალ-ბარდები.
