წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6% შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.
კლება დაფიქსირდა: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.
