LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი „ბრენდონ მაქსველის“ საორსულო კაბაში (ფოტო)

სასექსის ჰერცოგინია ამჯერად ლონდონის სამეფო თეატრს ესტუმრა. ცოტა ხნის წინ დედოფალმა მას ამ თეატრის პატრონაჟი ჩააბარა.

ვიზიტის ფარგლებში მეგან მარკლი თეატრის თანამშრომლებსა და მსახიობებს შეხვდა და მათ დაგეგმილ სპექტაკლებზე ესაუბრა.

6 თვის ორსული მარკლი თეატრში „ბრენდონ მაქველის“ ანსამბლში გამოჩნდა. მან არჩევანი პასტელური ფერის საორსულო კაბაზე გააკეთა, რომლის ფასი 1728 ფუნტი სტერლინგია, ხოლო ამავე ფერის პიჯაკის, 2004 ფუნტი. ანსამბლს მარკლიმ „აქუაზურას“ ფეხსაცმელი და „კაროლინა ჰერერას“ კლატჩი შეუხამა.