LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი ეკრანებზე უცნაური როლით ბრუნდება

ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსმა პატრიკ ბრაისის კომედიურ ჰორორში Corporate Animals ითამაშა. საინტერესოა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ თავად პროექტის რეჟისორმა სანდენსის კინო ფესტივალზე დაადასტურა, სადაც 29 იანვარს, სურათის პრემიერა შედგა. გაირკვა, რომ პოპ პრინცესას საკუთარი თავის მოჩვენების ეპიზოდური როლი ერგო.

ფილმის მსოფლიო რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ვარსკვლავი ეკრანებზე პირველი სერიოზული, მთავარი როლით 2002 წელს, ,,გზაჯვარედინში” გამოჩნდა.