LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის 6 წლის შვილი აკრიტიკებს, ახსნევინებს, რჩევებს აძლევს

ლიონელ მესი: „შვილი მაიძულებს ავუხსნა მარცხი და წარუმატებელი თამაში“.

„ბარსელონას“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი 6 წლის შვილი ტიაგო გამუდმებით ელაპარაკება ფეხბურთზე.

„ის მართლა ყურადღებითაა ყველაფერთან, რაც ფეხბურთთან კავშირშია. მისი მხრიდან არაერთი კრიტიკაც მივიღე. „ბარსელონა“, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა… ტიაგო ყველაფერს უყურებს.

მას ეს მოსწონს, კითხვებს სვამს, რჩევებს მაძლევს, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა.

რთულია წაგებასთან და ცუდ გამოსვლასთან შეეგუო, მაგრამ ტიაგო მაიძულებს ველაპარაკო, რა მოხდა და ავუხსნა რატომ ვერ მოვიგეთ. ახლა გაცილებით მეტს ვლაპარაკობთ“, – მესის სიტყვები World Soccer-მა დაწერა.