LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე ისევ მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე აქტიური და თავისუფლებისმოყვარე, კომუნიკაბელური და მეგობრული მერწყულის, მთვარე კი, ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ, დღეს სწორედ ეს თვისებები იქნება აქტუალური, თუმცა, იძულებული გახდებით გამოიჩინოთ სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია აურის დაბინძურების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, პოლიტიკური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, საიუბილეო საღამოების, ლაშქრობების, სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად და ინვენტარის შესაძენად.

ჯანმრთელობა – არ ღირს დასუსტებულ ღვიძლსა და ნაღვლისბუშტზე, საზარდულსა და მენჯ-ბარძაყის სახსარზე ოპერაციების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, იისფერი და ცისფერი, ასევე ფირუზი და აქვამარინი, ლალი და ჟადეიტი გააძლიერებენ თქვენს მომხიბლელობას და მიიზიდავენ დადებით შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელის ვერძს და ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს, ნაკლებად სასიკეთო იქნება დღე კირჩხიბისა და ქალწულისთვის.