გასულ წელს კომპანია „ტესლამ“ 976 მილიონი დოლარი დაკარგა. ამასთან, მწარმოებლის საერთო მოგებამ 21,4 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 82%-ით უფრო მეტია. ასეთი ცნობები ბრენდის ოფიციალურ ფინანსურ დოკუმენტშია ასახული.
„ტესლას“ დამფუძნებლის ილონ მასკის ინფორმაციით, 2018 წელი მათთვის მართლაც ძალიან რთული იყო და გაკონტრების საფრთხეც დადგა. ექსპერტების ვარაუდიც ყველაზე ცუდი იყო, თუმცა კომპანიამ გადარჩენა შეძლო.
ეს ყველაფერი კი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებით და ფასდაკლებების პროგრამების გაუქმებით გახდა შესაძლებელი. ამ ყველაფრის დამსახურებით „ტესლამ რამდენიმე თვეში 139 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო.
