LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გინდათ იტალიურად გეტყვით… რეებს ბოდიალობთ? – კახა კალაძე ჟურნალისტს (ვიდეო)

“რომ გეუბნებით არ გესმით, რასაც გეუბნებით ქართულად? თუ გინდათ, იტალიურად გეტყვით,”- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტს, რომელიც პარტიის ვაკის ოფისიდან დაკარგულ თანხასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვას უსვამს კახა კალაძეს.

ჟურნალისტი ინტერესდება ვინ იყო პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს და საიდან ჰქონდა წვდომა თანხებზე. კალაძე პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და თავად ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ჟურნალისტი ინტერესდება, ხომ არ მოხდა ამ თანხის შევსება თბილისის ბიუჯეტიდან, რაზეც კალაძე პასუხობს – “რა თბილსის ბიუჯეტი, რეებს ბოდიალობთ.”

“ახალგაზრდა ბიჭი ბრძანდებით, შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ უნდა მოხდეს სახელწმიფო ფულით შევსება,”- აღნიშნავს კახა კალაძე და დასძენს, რომ კითხვა არასერიოზულია.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/229983354547110/