LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესლამ დაბალბიუჯეტიანი Model S წარადგინა

ამერიკელმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ პოპულარული მოდელებისა Model S-ისა და Model X-ის შედარებით ხელმისაწვდომი ვერსიები შეექმნა.

Model S-ის ღირებულება 85 ათასი დოლარი იქნება და მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ელქტროქარს ლიმიტირებული პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. ავტომობილის აკუმულატორიც უფრო სწრაფად ჯდება და ერთი დამუხტვით აგრეგატი 500 კმ-მდე მანძილს ფარავს. პირველი „ასეულის“ ასაკრეფად ტესლას შედევრს 4,1 წამი სჭირდება.

Model X-ის შემთხვევაში კი ფასი 88 ათასი დოლარია და სპორტქარი ერთი დამუხტვით 430 კმ-ს გადის. 100 კმ/სთ-ის გასავითარებლად მოდელს 4,7 წამი მაინც სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტესლამ ცოტა ხნის წინ დიდი წმენდა მოაწყო, რასაც ბევრი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოყვა, ამიტომ მწარმოებელი შემოსავლების გაზრდაზე ძალიან აქტიურად მუშაობს.