LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუბილარმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჩაძინებული ჯესიკა ბილი Happy Birthday to Me–თი გააღვიძა (ფოტო/ვიდეო)

31 იანვარს, ჯასტინ ტიმბერლეიკს 38 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღნიშვნა ამერიკელმა შემსრულებელმა საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო. ჯეი თიმ ,,ინსტაგრამის” გამომწერებს გვიან ღამით გადაღებული ვიდეო გაუზიარა, რომელშიც ის საკუთარ თავს სადღესასწაულო სიმღერას დაბალ ტონალობაში უმღერის.

ამ ყველაფერში უცნაური ის არის, რომ ამ დროს მის გვერდით, ჯესიკა ბილს სძინავს, რომელსაც მეუღლის ხმამაღალ Happy Birthday to Me-ზე ეღვიძება.

 

View this post on Instagram

 

Gotta work tomorrow for my bday so wifey really going all out tonight…

A post shared by Justin Timberlake (@justintimberlake) on

გაირკვა, რომ მომღერალმა საყვარელ ქალს სამაგიერო გადაუხადა. მსახიობმა ჯასტინს დღეობა ოჯახური არქივის ისეთი კადრით მიულოცა, რომლის აფიშირება სხვას ალბათ არც ენდომებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს. მათ 2012 წლის 19 ოქტომბერს იქორწინეს და დღემდე თანამედროვე შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და სამაგალითო წყვილად ითვლებიან.