ყველაზე მეგობრული სასტუმროები იტალიაშია განთავსებული. სტუმართმოყვარეობითა და მეგობრული გარემოთი განთქმული სასტუმროების, ჰოსტელების, მოტელებისა თუ ტურისტებისთვის ღამის გასათევი სხვა ადგილების უმრავლესობა სწორედ იტალიაში მდებარეობს. ასეთი დასკვნა Booking.com-მა დამსვენებელთა გამოხმაურებების შესწავლის შემდეგ მიიღო.
2018 წელს საპატიო ჯილდო სულ 760 ათასმა ობიექტმა მიიღო და მათგან 106,5 ათასი იტალიის ტერიტორიაზეა. მეორე ადგილს – ესპანეთი, მესამეს კი – საფრანგეთი იკავებს.
საუკეთესოთა შორის არიან ასევე: გერმანია, ხორვატია და დიდი ბრიტანეთი.
