ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ ბედნიერების ძეგლი დაიდგა.
ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა.
ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა – მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ. სკულპტურა გვირგვინდება მზის ფიგურით.


