ავტორიტარული მმართველობა, გაკოტრებული ბიზნესი, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, – ასეთია ვითარება ქვეყანაში, რომელიც მდიდარია ნავთობით და სხვადასხვა წიაღისეულით. ვენესუელაში მოსახლეობა კვლავ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვს და მხარს უჭერს ოპოზიციურ ლიდერს, ხუან გუაიდოს, რომელიც მხარდაჭერილია დასავლური ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ, ნიკოლას მადურო კი ბოლივიის, მექსიკის, რუსეთისა და ურუგვაის მხარდაჭერის იმედადაა.
ვენესუელაში მადუროს გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოვიდა. სწორედ ამ წელს საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო 20 არჩევნებიდან, პირველად დამარცხდა სოციალისტური პარტია და პარლამენტი ოპოზიციის მიერ კონტროლდება, რომელმაც მადუროს იმპიჩმენტიც კი გამოუცხადა, რაც მადუროს მიერ კონტროლირებულმა უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა ისევე, როგორც ახლა, ოპოზიციურ ლიდერს, რომელმაც თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, გაუყინა ანგარიშები და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/382042509009205/
