LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის რაიონში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქიწნისთან, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 და 23 წლის ორი მამაკაცი, მესამე კი, 18 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის” ქსელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.