ბრაზილიაში ერთი კვირის წინ დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი მომენტი უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც რკინის მადნის მაღაროში დამბის ნგრევის პირველი წუთებია ასახული.
კადრებში ჩანს, როგორ ფარავს ტალახის დიდი მასა მაღაროს მიმდებარე ტერიტორიას.
Video of the moment Vale's dam broke in Brazil that killed more than 110 people living near the area pic.twitter.com/PCp9jZE0IB
— EHA News (@eha_news) February 1, 2019
ტრაგედიას, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 115 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულია.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს.
