LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას მაისურმა წარწერით – иди на хуй რუსი მომხმარებელი გააღიზიანა

დემნა გვასალიას 2019 წლის კოლექციის მაისურს წარწერით –  иди на хуй  Instagram-ზე დიდი გამოხმაურება აქვს. ფოტო ასობით ადამიანმა დააკომენტარა. ზოგმა დიზაინერის ნამუშევარი მოიწონა და ტარების სურვილი გამოთქვა, თუმცა წარწერამ რუსი მომხმარებლების უმეტესობა გააღიზიანა. ისინი მაისურზე გაკეთებული წარწერის საპასუხო კომენტარებით შემოიფარგლნენ.

 

ქართველი მომხმარებლები კი დემნას ნამუშევრისადმი აღფრთოვანებას ამჯერადაც ვერ მალავენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი დიზაინერს სთხოვს გამოუშვას მაისური წარწერით – “Abkhazia is Georgia,Russian occupant”

ცნობისთვის, დემნა გვასალიას კოლექციაში არსებული მაისური წარწერით иди на хуй 390 ევრო ღირს.

 

https://www.instagram.com/p/BtVrVKvBV9X/?utm_source=ig_embed