LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლს სამოსის მომვლელი დაჰყვება (ფოტო)

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამჯერად ბრისტოლში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში მეუღლეები ბრისტოლის ძველ თეატრს მოინახულებენ , რომლის მასშტაბური რეკონსტრუქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შემდეგ კი სპორტულ ცენტრში გადაინაცვლებენ.

ბრისტოლში მეუღლეების ვიზიტი თოვლიან ამინდს დაემთხვა. ამ დღეს მეგანი „ოსკარ დე ლა რენტას“ ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც შავ პალტოსთან და მაღალყელიან ჩექმასთან ჰქოდნა შეხამებული. მეგანსა და ჰარის ბრისტოლში, ცუდი ამინდის მიუხედავად, უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

ფოტოებზე ჩანს, რომ ცუდ ამინდში დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მეგანს ასისტენტი დაჰყვება, რომელიც მას პალტოს უსწორებს, რათა იგი არ დასველდეს.