LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვალამდე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.