LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხევლის წიგნის“ ახალი თრეილერი გავრცელდა

ნაციონალური საფეხბურთო ლიგის შოუ იმითაა გამორჩეული, რომ ყოველ წელს იქ ცნობილი სერიალების ახალი სეზონის თრეილერებს აჩვენებენ. წელს მაყურებელმა სწორედ „სუპერბოულზე“ იხილა სერიალ „მხევლის წიგნის“ ახალი, მესამე სეზონის თიზერი.

5 წუთიანი რგოლი საკმაოდ დაძაბული და ამავდროულად მძიმე სანახავია. თრეილერში ისმის ელიზაბეტ მოსის ხმა, რომელიც ამბობს „გაიღვიძე ამერიკა“. ამ დრომდე უცნობია, როდის გამოვა სერიალის მესამე სეზონი. მაყურებელთა ვარაუდით, პრემიერა აპრილში შედგება.