შოტლანდიური კომპანია Campers Scotland-მა წარმოადგინა ბორბლებიანი სახლი, რომელიც Mitsubishi Delica-ს ბაზაზეა აგებული. მინივენს სახელად D:5 Terrain ეწოდა და ის ძირითადად მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი.
სიახლე მოძრაობაში 2,4 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავ MIVEC-ს მოყავს და აგრეგატს 170 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.
ავტომობილი 4 ადამიანის დასაძინებელი ადგილითაა უზრუნველყოფილი. ასევე მას მზის ელემენტი, ნივთების შესანახი სათავსო, სმარტფონებისთვის განკუთვნიილი USB სადგური, მოძრავი წინა სავარძლები და სამზარეულოს ნივთების შესანახი კარადაც აქვს.
დამატებითი სერვისის სახით კი Campers Scotland შეუძლია, რომ მინივენს უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემა და დამცავი ტექნოლოგიები დაუმატოს.

