LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ახალ მოდელ Y-ს 2020 წლისთვის გამოუშვებს

Tesla ახალ მოდელზე მუშაობას 2020 წლისთვის დაასრულებს და სიახლე ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა. როგორც ცნობილია, უჩვეულო კონცეპტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყო და კომპანია მას ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად გამოიყენებს.

ავტომწარმოებელს სიახლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ განსხვავებით სხვა ავტომობილებისგან კონცეპტი ნევადაში, კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქარხანაში აიწყობა.

რაც შეეხება Model Y-ის ღირებულებას, ფასი Model 3-ზე ნაკლები იქნება და ბრენდს დიდი იმედი აქვს, რომ ეს გაყიდვებზეც სასიკეთოდ აისახება.