LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი „როკსანდას“ დიდი ზომის პალტოში (ფოტო)

ბოლო დროს მელანია ტრამპი პრაქტიკულად ემალება მედიას, პირველი ლედი დიდი ხანია თითქმის არსად გამოჩენილა. ამჯერად კი ის მეუღლესთან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და 12 წლის ვაჟთან, ბარონთან ერთად ფლორიდაში გაემგზავრა. ფოტოგრაფებმა მეუღლეები მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი თეთრი სახლიდან გამოდიოდნენ.

მელანიამ არჩევანი „როკსანდას“ ყავისფერ პალტოზე გააკეთა, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იყო. ანსამბლს კი „ჯანვიტო როსის“ ჩექმა და „ჰერმესის“ ჩანთა შეუხამა.