გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ რეგიონში კი, აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაფიქსირდება. 7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს +16 გრადუსამდე მოიმატებს.
