LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემს სახლს ვდებ და გარანტიას გაძლევთ, რომ წელს ,,ოსკარი” თქვენია” – ელტონ ჯონმა Shallow ,,საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად” დაასახელა

ელტონ ჯონი დარწმუნებულია, რომ წლევანდელ ,,ოსკარებზე” ”საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად” ფილმის ,,ვარსკვლავის დაბადება” საუნდტრეკი დასახელდება.

ამ დღეებში, ლეგენდარულმა შემსრულებელმა მარკ რონსონისა და ლედი გაგას ავტორობით შექმნილი კომპოზიციის Shallow შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ მალე ამერიკელი და ბრიტანელი ვარსკვლავები უამრავი პრესტიჟული ჯილდოს კოლექციას, უმთავრეს პრემიას შემატებენ.

,,ჩემს სახლს ვდებ და გარანტიას გაძლევთ, რომ წელს ,,ოსკარი” თქვენია”, – დასძინა 71 წლის არტისტმა, რომელიც რონსონს ესაუბრა.

https://twitter.com/Beats1/status/1091740528859799554

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის კოლაბორაცია ცოტა ხნის წინ ,,ოქროს გლობუსსა” და Critics’ Choice Awards-ზე ,,საუკეთესო ორიგინალურ სიმღერად” უკვე აღიარეს, რაც ელტონ ჯონის ვარაუდს კიდევ უფრო განამტკიცებს.