თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მცირე ინციდენტი მე-11 კლასელებს შორის მოხდა.
შსს-ში ამბობენ, რომ კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილია. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მანდატურმა აცნობა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია, როგორც საპატრულო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
