ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება ინფორმაციას, რომელიც დილიდან ვრცელდება თბილისის მერის 2018 წლის ხარჯების შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, მან მეუღლესთან ერთად, წინა წელს, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე 870000 ლარზე მეტი დახარჯა.
თბილისის მერს ნიკა გავრამიას შემდეგ უკვე ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოექომაგა და დაწერა:
“ადამიანები ხელფასს იმიტომ იღებენ, რომ იმაში დახარჯონ, რაშიც მოეპრიანებათ. (ახალი სიტყვა მაქვს ამოჩემებული) ეს ერთი და მეორე, ძალიან მაგრად იცვამს კალაძე. თავისი ყვითელი შარვლებით და ჭრელი კედებით. სხვა თემაა როგორი მერია და მაგაზე კამათი მოსულა. არასწორ ადგილას ურტყამთ მოკლედ”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
