თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრლია ორი ადამიანი. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილები, კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, გამოძიება 106-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, გაზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
