LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა მოდაში წლის მთავარი ფერი შემოიტანა (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონის დედამ, კეროლ მიდლტონმა 64 წლის იუბილე აღნიშნა. წვეულება ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრებისთვის პიპა მიდლტონის სახლში, ჩელსიში გაიმართა, სადაც პაპარაცებმა ქეით მიდლტონის გადაღება მოახერხეს. ქეითმა ამ დღისთვის არჩევანი „ალექსანდრ მაქკუინის“ ალისფერ კაბაზე გააკეთა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქეითს არაოფიციალურ ფორმაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ვხედავთ.

ეს კაბა მიდლტონის კოლექციიდან ახალი არ არის, ის ჰერცოგინიას 2017 წელსაც ეცვა, როდესაც პრინც ულიამთან ერთად გერმანიას სტუმრობდა. მოდის ექპერტები კი წერენ, რომ ქეითმა მოდაში ახალი ფერი შემოიტანა და მოდის სახლებს ახალი კოლექციის შექმნისას, ალისფერზე აქცენტირებისკენ უბიძგა.