ბოლო დროს მეგან მარკლი ოფიციალურ შეხვედრებზე არაერთხელ გამოჩნდა ხელთათმანით, ოღონდ ისე, რომ ის ხელში ეჭირა და არასოდეს ჩაუცვამს. მედია დაინტერესდა, რაში სჭირდება სასექსის ჰერცოგინიას ხელთათმანი, თუ მას მაინც არ იცვამს. ბოლოს ის ხელთათმანით ბრისტოლში გამოჩნდა და მიუხედავად მინუს ტემპერატურისა, ისინი მაინც ხელში ეჭირა.
გაირკვა, რომ ამის მიზეზი პრინცესა დიანას მიერ შემოღებული ეტიკეტია. ლეიდი დიმ თავის დროზე უარი თქვა ხელთათმანზე, რადგან ამით საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტი არ დაეკარგა. დიანას ხელთათმანი ასევე ხშირად ხელში ეჭირა, თუმცა არ იცვამდა. სწორედ „დიანას ეტიკეტს“ მიყვება მეგან მარკლიც.




