LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურანდა გაბუნიას ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ

მსახიობ გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პანაშვიდი დღეს და ხვალ, მსახიობის საცხოვრებელ სახლში (აღმაშენებლის გამზირი 86/90) გაიმართება. 7 თებერვალს კი, მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.

გურანდა გაბუნიას 7 თებერვალს, 14 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ, შემდეგ კი, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.