LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 342 ექიმს დაეკისრა

2018 წლის განმავლობაში 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის მუშაობის ანგარიშში წერია, რომლის შესახებაც bpn-ი წერს.

ანგარიშის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის განმავლობაში პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ – 348 ექიმი) განიხილა. საკითხის განხილვის შედეგად კი 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით – 54 ექიმს, 2 თვით – 36 ექიმს, 3 თვით – 11 ექიმს, 4 თვით – 3 ექიმს, 5 თვით – 1 ექიმს); 2 ექიმს – გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი.

საკითხის განხილვის შემდეგ მხოლოდ 6 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.