LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

აღმოსავლური კალენდრით დღეს ახალი – ყვითელი ტახის წლის პირველი დღეა. აღსანიშნავია, რომ ტახი ყველასგან მეტ სითამამეს, გამბედაობას მოითხოვს და წლის განმავლობაში მაქსიმალურად გააქტიურებისკენ, თუმცა სამართლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს.

შეხედეთ ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, რადგან სწორედ დღევანდელი დღე განსაზღვრავს მთელ წელიწადს. თუმცა, არ ღირს ზედმეტი ილუზიებით გატაცება, რადგან მაღალია მცდარი ინფორმაციის მიღების ალბათობა და გარშემომყოფთა მხრიდან მოტყუების მცდელობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად და სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. მოერიდეთ ხალხმრავლობას, არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ახალი საქმის დაწყება, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.

ჯანმრთელობა – ამოიღეთ კვების რაციონიდან ღორის ხორცი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, მხედველობას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი და მწვანე, ვერცხლისფერი და ვარდისფერი, ასევე საფირონი, აქვამარინი და ძოწი, ციტრინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს შარმს, მომხიბვლელობას და აუცილებლად მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელის კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.