LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დუოს შექმნა და ჩვენი სიყვარულის ისტორიაც ერთად დაიწყო” – ,,აკუპარა’’ სტუმრად After-ში

გადაცემა After-ის სტუმარი ბელორუსიული დუო მინსკიდან, ,,აკუპარა’’ იყო.

– რას ნიშნავს და რამდენი წლისაა ,,აკუპარა’’?

– ინდური მითოლოოგიის თანახმად, ადამიანებს სწამდათ, რომ დედამიწა ეჭირა ოთხ სპილოს, რომლებიც იდგნენ ზღვის დიდ კუზე, რომლის კუდს ერქვა ,,აკუპარა’’. პროექტი 2 წელს ითვლის და კვირაში 1 ლაივს ვმართავთ მინსკში.

– საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი რა არის?

– პირველად ვართ თბილისში. ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოვედით და ჩვენივე სურვილით ჩამოვედით. იმდენად კომფორტული აღმოჩნდა ჩვენთვის აქაურობა, რომ ვაპირებთ სულ მალე აქ პროექტი გავაკეთოთ.

– რამდენი ხნით აპირებთ აქ ყოფნას და სადმე თუ გეგმავთ დაკვრას?

– მინიმუმ 2 თვე დავრჩებით და ძალიან ბევრ ,,ივენთს’’ ვგეგმავთ.

 

– როგორ შეიკრა თქვენი დუო?

– დუოს შექმნა და ჩვენი სიყვარულის ისტორიაც ერთად დაიწყო.

– საიდან გაიგეთ საქართველოს შესახებ?

– მინსკში ვუკრავდი ორჯერ ,,სტიმჰოლტთან’’ ერთად. სწორედ მისგან დავინტერესდი თქვენი ქვეყნით.

– წარმატებებს გისურვებთ!

გადაცემის აუდიოჩანაწერი: