ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის, ,,ოსკარების” ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველად 30 წლის შემდეგ, წლევანდელ დაჯილდოებას წამყვანი არ ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ცნობილია, რომ მაშინ მაყურებელმა ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის ღონისძიება ძალიან მოსაწყენად მიიჩნია.
როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი მუსიკალურ ნომრებზეა დამოკიდებული, რომლებმაც შესაძლოა ცერემონიალი ტრიუმფალური ჩავარდნისგან იხსნან.
შეგახსენებთ, რომ 91-ე ,,ოსკარების” წამყვანი, კევინ ჰარტი უნდა ყოფილიყო, რომლის საღამოს მთავარ სახედ წარდგენას, საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მიზეზი იუმორისტის 2009-2011 წლებში ,,ტვიტერზე” გამოქვეყნებული ჰომოფობიური ხუმრობები გახდა, რაზეც აკადემიამ ჰარტს ულტიმატუმი წაუყენა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა ან წამყვანობის დათმობა მოსთხოვა. ჰარტმა მოთხოვნას უარყოფითი პასუხი გასცა.

